„თეთრი ხალათების“ აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეთრი ხალათების“ აქცია მიმდინარეობს. ექიმები დე ფაქტო რეჟიმს დაკავებული ტრავმატოლოგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

17 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.