თეთრაძის, კობიაშვილისა და დემეტრაძის გარეშე - რუსულ გამოცემას ამიერკავკასიის სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესოები გამორჩა
თეთრაძის, კობიაშვილისა და დემეტრაძის გარეშე - რუსულ გამოცემას ამიერკავკასიის სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესოები გამორჩა

რუსულმა გამოცემა „სპორტბოქსმა“ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ამიერკავკასიელი ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საკმაოდ უცნაური შემადგენლობა დააყენა.

სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: რომან ბერეზოვსკი (სომხეთი)

დაცვა: სარქის ჰოვსეფიანი (სომხეთი), საბა კვირკველია (საქართველო), მალხაზ ასათიანი (საქართველო), კარენ დოხოიანი (სომხეთი)

ნახევარმცველები: არაზ ოზბილიზი (სომხეთი), გიორგი ქინქლაძე (საქართველო), ნარვიკ სირხაევი (აზერბაიჯანი)

თავდამსხმელები: ზაზა ჯანაშია (საქართველო), იურა მოვსისიანი (სომხეთი), ნაზიმ სულეიმანოვი (აზერბაიჯანელი)

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა 5 სომეხი ფეხბურთელი, 2 აზერბაიჯანელი და მხოლოდ 4 ქართველი. საქართველოში გაზრდილი ბევრი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი არ დაასახელეს: ზაზა რევიშვილი, მურთაზ შელია, კახა ცხადაძე, ალეკო ამისულაშვილი, ლევან კობიაშვილი (1997 წლის რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი), გოგა გახოკიძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე (1999 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი), ბახვა თედეევი (რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი).

რაც მთავარია, გამოცემას ომარ თეთრაძე გამორჩა – საქართველოში გაზრდილი ნახევარმცველი, რომელმაც რუსეთის ნაკრების ფორმით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზეც ითამაშა და პლუს იტალიურ „რომაშიც“.