თეთრ სახლთან რობერტ მიულერის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
თეთრ სახლთან რობერტ მიულერის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„გადავარჩინოთ მიულერი“ – ამ შინაარსის წარწერებით თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა დემონსტრაცია გამართეს. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ  გათავისუფლებული გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენის ადგილას მეთიუ უითაკერის დანიშვნით, პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას შეძლებს, რადგან სპეცპროკურორიც  გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაშია.

როგორც ცნობილია, სპეცპროკურორი რობერტ მიულერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და ტრამპის გარემოცვის რუსული კავშირების საკითხს იძიებს.