თეთრ სახლთან მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა

12:26, 06.08.2022

თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის მამაკაცია.

კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მეოთხე დაშავებულიც.

მსგავსი