თეთრ სახლთან აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და ბარიკადების აღება სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ვიდეო]
თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და პოლიციის ბარიკადების აღება სცადეს. ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულია უსაფრთხოების სამსახურის 50 თანამშრომელი.
„სიენენის“ ინფორმაციით კი, თეთრ სახლთან ახლოს, წმინდა ჯონსის ეკლესიაში ხანძარია. ეს სწორედ ის ტაძარია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ესწრებიან სხვადასხვა რიტუალს.
ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.