თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ზელენსკი და ტრამპი, სავარაუდოდ, განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ „წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას“.

თეთრ სახლში მისვლამდე უკრაინის ლიდერი სენატორებს შეხვდა.