თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული

უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი მიმართულია საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აგრძელებენ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი იცავენ თავს რუსეთისგან.

„ამ დახმარების პაკეტით ხელს შევუწყობთ უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას. დახმარება მოიცავს გამნაღმველ აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას. ეს პაკეტი ასევე გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რათა დაიცვას ადამიანები სარაკეტო თავდასხმებისგან. მივაწვდით უკრაინას დამატებით ჯავშანტექნიკის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა ძალიან ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ოლივია დალტონმა.