თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დროებითი პაუზა არ შეეხება სასურსათო ტალონებსა და სოციალურ დახმარებებს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დროებითი პაუზა არ შეეხება სასურსათო ტალონებსა და სოციალურ დახმარებებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დროებითი პაუზა არ შეეხება სასურსათო ტალონებსა და სოციალურ დახმარებებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, დაფინანსების შეჩერება დროებითი ხასიათისაა და ადმინისტრაცია მოგვიანებით წარმოადგენს იმ პროგრამების სიას, რომლებზეც ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს.

„გადაწყვეტილების მიზეზი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ცენტი, რომელიც იხარჯება, არ ეწინააღმდეგებოდეს პრეზიდენტის მიერ მიღებულ აღმასრულებელ ბრძანებებსა და ქმედებებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავდით, როგორ ხარჯავდა ბაიდენის ადმინისტრაცია ფულს მთვრალი მეზღვაურებივით. ეს არის ინფლაციის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში. ადმინისტრაციის ვალდებულებაა, დარწმუნდეს, რომ ყველა ცენტი კეთილსინდისიერად არის აღრიცხული“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აღარ დაფინანსდებიან ისეთი პროგრამები, როგორებიცა: მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პროგრამა, მწვანე ენერგიის პროექტი და სხვადასხვა სოციალური პროგრამა.