თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
Russian opposition leader Alexei Navalny is seen on a screen via a video link during a court hearing to consider an appeal on his arrest outside Moscow, Russia January 28, 2021. REUTERS/Maxim Shemetov
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინის სუვერენიტეტი, 2020 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევა, კომპანია „სოლარუინდსზე“ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა და ნავალნის გათავისუფლება.
ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს არ შეუკავებია თავი საკუთარი შეშფოთების დაფიქსირებისგან, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.