თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულნი არიან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულნი არიან. მედიის ცნობით, ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენი და ჰარისი, რომლებიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფებიან და დღეს საჯარო ღონისძიებები არ აქვთ დაგეგმილი, მუდმივად მიიღებენ განახლებულ ინფორმაციას თავიანთი გუნდისგან.
„პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ეცნობათ ინციდენტის შესახებ, რომელიც ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მოხდა. ისინი მოხარულნი არიან, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. მათი გუნდი რეგულარულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.