თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები გულდასმით განიხილავს თავისი ძალების პოზიციას რეგიონში თეირანის საფრთხის ფონზე და ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება ირანში და სხვადასხვა ასპარეზზე და მუდმივად ემზადება არსებულ და პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებისთვის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში.

„ჩვენი ძალები მზად არიან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სცენარის წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა.