თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს.

თეთრის სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აღნიშნულის შესახებ განცხადება სამი საათით ადრე გაკეთდება.

„ისრაელელებმა გვითხრეს, რომ პაუზის განმავლობაში არ იქნება სამხედრო ოპერაციები რაიონებში და ეს პროცესი დღეს იწყება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური პაუზები“ დაადასტურეს. „ეს ტაქტიკური პაუზები შეზღუდულია დროისა და არეალის მიხედვით. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დერეფნებს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა დროებით გადავიდნენ სამხრეთით უფრო უსაფრთხო ადგილებში, სადაც მათ ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუძლიათ“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.