თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანთან მოლაპარაკებებზე პაკისტანში ჯეი დი ვენსი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაემგზავრებიან

22:20, 08.04.2026

ირანთან მოლაპარაკებებზე, რომელიც პაკისტანში გაიმართება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი გაემგზავრებიან. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას აგზავნის, რომელშიც შედიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ტრამპის მრჩეველი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

ლევიტის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 11 აპრილს, დილით დაიწყება.

„მოუთმენლად ველოდებით ამ პირისპირ შეხვედრებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მსგავსი