თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანში დაკავებული ამერიკელების საკითხზე ვაშინგტონმა თეირანთან მოლაპარაკებები დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-მა ირანთან აშშ-ის მოქალაქეების დაკავების გამო კომუნიკაცია დაიწყო.

ბოლო წლების განმავლობაში ირანმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათობით პირი, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი, ძირითადად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. უფლებადამცველები ირანს დაკავებების სათავისოდ გამოყენების, სხვა ქვეყნებისგან დათმობების მიღების მცდელობაში ადანაშაულებენ.

სალივანმა განაცხადა, რომ ამ ამერიკელების „უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო“.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ირანელებთან ურთიერთობა დავიწყეთ. ჩვენ არ მივიღებთ გრძელვადიან წინადადებას, რომლის დროსაც ისინი ამერიკელების უსამართლო და უკანონო ხერხით პატიმრობაში დატოვებას განაგრძობენ“, – აღნიშნა სალივანმა.

„როიტერის“ ცნობით, ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების დაკავების საკითხს ეხება, არა რაიმე სახის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით, არამედ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით ხორციელდება, რომელიც აშშ-ის ინტერესების გამტარებელია.