თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად და ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ ეგვიპტეში საუბრები მიმდინარეობს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, ასევე ყველა მხარის შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.

„თქვენ ნახეთ, როგორ შეთანხმდნენ კონფლიქტის მხარეები, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, მათ მოიწონეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 20-პუნქტიანი ჩარჩო. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა და ადმინისტრაცია ძალიან ინტენსიურად მუშაობს წინსვლისთვის“, – განაცხადა ლევიტმა.

ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრაპმს სურს ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება.

„ტექნიკური ჯგუფები ახლა სწორედ ამაზე მსჯელობენ, რათა უზრუნველყონ შესაბამისი გარემო მძევლების გასათავისუფლებლად. პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას“, – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.