თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ნიგერიაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ნიგერიაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიგერიაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, თუ ნიგერიის მთავრობა კვლავ განაგრძობს ქრისტიანების მკვლელობის დაშვებას, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყველა დახმარებას და შეიძლება, იმოქმედოს ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად, რომლებიც ჩადიან ამ საშინელ სისასტიკეს, განსაკუთრებით უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მიმართ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. როგორც ტრამპმა ნიგერიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებაში აღნიშნა, „ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ნიგერიაში ჯარების განლაგება.