თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტის თქმით, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

„ბრძანება გააუქმებს სირიის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის, ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკომოვაჭრეების, ქიმიურ იარაღთან, იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი მხარდამჭერების, ასევე ირანელი დაქირავებულების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლევიტმა.