თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს. მისი მოცულობა და დეტალები 20 იანვრამდე გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლში გაავრცელეს.

ამასთან, ვაშინგტონში არ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა ახალ პაკეტში ტანკები.

„ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავაც გაიგებთ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ახალი პაკეტების შესახებ უსაფრთხოების სფეროში, დამატებითი შეიარაღებისა და შესაძლებლობების უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე. შესაძლოა, ეს კვირის ბოლოს მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.