თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

22:12, 05.12.2023

აშშ-მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ თეთრი სახლის მთავარი მდივნის მოადგილე, ოლივია დალტონმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ღაზის სექტორს საკვებითა და სამედიცინო მარაგით დაეხმარება.

დალტონის თქმით, აშშ-მა მეორე ფრენა განახორციელა საჭირო დახმარების ღაზისთვის მისაწოდებლად. როგორც აღინიშნა, თვითმფრინავმა დახმარება ეგვიპტეში ჩაიტანა, საიდანაც შემდეგ ღაზის სექტორში გაიგზავნება.

მსგავსი