თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თეთნულდზე ზვავის მოწყვეტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ესპანელ ტურისტთა ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი.

მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ექვსი ადამიანი მოიყოლა, მათგან ორი მაშველებმა ზვავიდან უვნებლად ამოიყვანეს, ერთს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, სამი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, ნუ გადავლენ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილონ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.

დატოვე კომენტარი