თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ

14:07, 19.07.2018

თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართული არიან სამთო მაშველები.

მათვე ინფორმაციით, დაკარგულ ტურისტებს ვერტმფრენით ეძებენ.

თეთნულდის დასალაშქრად უკრაინელ ალპინისტთა ჯგუფი მესტიაში იმყოფება. ჯგუფიდან ორი ადამიანი გუშინ დაიკარგა.

მსგავსი