თეთნულდზე მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს [ვიდეო]

თეთნულდზე სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

​​სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერ ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

უწყების ცნობით, ​ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.