თერთმეტწლიანი შესვენების შემდეგ - „რუსთავი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT
თერთმეტწლიანი შესვენების შემდეგ - „რუსთავი“ საქართველოს ჩემპიონია #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „რუსთავმა“ 3:0 დაამარცხა „ცხუმ-აფხაზეთი“ და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ გახდა. ბოლოს რუსთაველებმა სუპერლიგის ტიტული 2010 წელს მოიგეს.

ახალგაზრდა მწვრთნელის, ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ქვემოქართლურმა კლუბმა მაღალ დონეზე, სტაბილურად ჩაატარა ჩემპიონატი, რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო პლეი ოფში შვიდივე მატჩი მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა პირველობა.

ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისში გაიმართა და პირველივე მეოთხედში გამოიკვეთა ბოისას გუნდის უპირატესობა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეტი სტაბილურობისა და სიზუსტის წყალობით „რუსთავმა“ 94:88 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ მატჩში რუსთაველთაგან 30 ქულით გამოირჩა მალიკ უაითი, 21 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა მაიკლ დევისმა, 17 ქულა ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზეა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს.