ტერორიზმის საქმის პროცესზე ბრალდების მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტერორიზმის საქმეზე დღე ჩანიშნულ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
პროკურორის განმარტებით, საქმეში დაკავებულთა ბრალის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები.
დაცვის მხარე კი, აცხადებს, რომ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.
ბრალდების მხარის შემდეგ დასკვნითი სიტყვით ადვოკატები ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მთავარი საგამოძიებო უწყება ორ პირს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ოთხს კი – ხელშეწყობას ედავება.