ტერორიზმის საქმეზე დღეს პროკურატურა მოწმეების დაკითხვას დაასრულებს
ტერორიზმის საქმეზე დღეს პროკურატურა მოწმეების დაკითხვას დაასრულებს

ტერორიზმის საქმეზე დღეს პროკურატურა მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. ამის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

დღევანდელ სხდომაზე უნდა დაკითხონ ოთხი მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი საქმის გამომძიებელია, ხოლო სამი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომელი.

საქმის პროკურორ ნანა ხონჯუას თქმით, მოწმეები ისაუბრებენ, როგორ მოხვდნენ ბრალდებულები საქართველოში და რა მიზნები ჰქონდათ.

ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა. ექვსიდან ორი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება.