ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს გაიმართება

08:00, 11.04.2018

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

პროცესს ექვსი ბრალდებულიდან ხუთი დაესწრება – შოაიპ ბორზიევი, ანატოლი ბერძენიშივილი, რამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და ზურაბ იდოიძე, კიდევ ერთი ბრალდებული რუსლან შავაძე კი ამ დრომდე იმალება.

შოაიპ ბორზიევსა და რუსლან შავაძეს გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება, ოთხ პირს კი ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ხელშეწყობას.

ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლოს ჩვენებას მისცემენ.

საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი ბადურ ჩოფანასვილი და ზურიკო გორნაკაშვილი, თუმცა მათი საქმე ცალკე ეპიზოდადაა გამოყოფილი.

მსგავსი