ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული გორნაკაშვილისა და ჩოფანაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

13:36, 05.04.2018

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურიკო გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

ეს პირველი არსებითი განხილვის სხდომაა. დღეს ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

პროკურორის განმარტებით, ისინი იმ მტკიცებულებებზე ისაუბრებენ, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი. ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე ბრალს აღიარებდნენ, თუმცა სასამართლო პროცესზე არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ჩოფანაშვილისა და გორნაკაშვილის საქმე პროკურატურამ ცალკე ეპიზოდად გამოყო. მათ გამოძიებაში რამდენიმე ჩვენება აქვთ მიცემული. ჩვენების მიცემას, ადვოკატის ინფორმაციით, ისინი სასამართლოშიც გეგმავენ.

მხარეების განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ამ დროისთვის არ მიმდინარეობს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მხარეები არ გამორიცხავენ.

 

მსგავსი