თერჯოლისა და სამტრედიის ცხელების ცენტრებში გამოკვლეულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თერჯოლისა და სამტრედიის ცხელების ცენტრებში გამოკვლეულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია. კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებაში
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით სამი პაციენტი შევიდა. მედიკოსებმა მათ გაუკეთეს ტესტი „კოვიდ-19“-ზე და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ცხელების სიმპტომით მოთავსებულ ორ პაციენტზე ლაბორატორიიდან ასევე უარყოფითი პასუხები მიიღეს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებაში საკვლევი პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.