თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი - ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში​
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი - ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში​

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, – ამის შესახებ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯიხვაშვილმა აღნიშნა, თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლისგან ესმის, მასაც უნდა მათ რიგში ვიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ომარ ჯიხვაშვილის თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებსა და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის, იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა. თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა, მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – წერს ომარ ჯიხვაშვილი.

მანამდე პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ. ასევე, პარტია და თანამდებობა დატოვა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.