თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სამ პირს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ანალიზებს აუღებენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სამ პირს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ანალიზებს აუღებენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მედიკოსებმა თერმოსკრინინგის დროს მაღალი ტემპერატურა სამ პირთან დააფიქსირეს. სპეციალისტები სამივე მათგანს ანალიზებს აუღებენ.

სოფელ ღვანკითიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევაზე იმყოფება ერთი პირი. მას ანალიზი უკვე აუღეს.

სოფელში გახსნილია სასურსათო მაღაზიები, მაგრამ არ არის აფთიაქი. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებს ადგილობრივებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.