თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ და მისმა მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობები დატოვეს.

ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებიბიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ.

როგორც ნინო ჯანელიძე აცხადებს, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად. ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდანაა.