თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

19:06, 14.05.2020

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს, რომელიც უარყოფითია, მას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მას ანალიზი სინჯი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი