თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ორმა პაციენტმა მიმართა. მათი სინჯები კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

ამასთან, გასულ 24 საათში ცხელებით ორმა პაციენტმა მიმართა სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრს, რომელთაც ახალ კორონავირუსზე ასევე გამოიკვლევენ .