თერჯოლის ცხელების ცენტრში სამი, სამტრედიაში კი ორი პაციენტი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

20:48, 03.06.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა ორივეს უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სამტრედიის ცხელების ცენტრს, აქ ლაბორატორიიდან ორი პაციენტის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია.

გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით სტაციონარში პაციენტები არ შესულან.

მსგავსი