თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

ექიმების შეტყობინების საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.

კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ, ის ბოქსირებული პალატიდან მედიკოსებმა ინტენსიურ პალატაში გადაიყვანეს, სადაც კლინიკის უსაფრთხოების სამსახურმა მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა. ამის შემდეგ კი შეტყობინება მიეცა შესაბამის სტრუქტურას.