თერჯოლის ცხელების ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:25, 26.04.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით დედა-შვილია შეყვანილი, მათ შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები დღეს, გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი