თერჯოლის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ცხელების სიმპტომით პაციენტები არ შესულან.