თერჯოლის ცხელების ცენტრში ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

18:41, 16.04.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს ანალიზი უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ერთი პაციენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 86 წლის ქალია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ცხელების ცენტრში კატასტროფის ჯგუფმა შეიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეორე პაციენტი კი, ცხელების ცენტრში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ასევე კატასტროფის
ჯგუფმა შეიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი