თერჯოლის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

16:56, 18.04.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სამივეს ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

მსგავსი