თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

22:51, 10.06.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით სამი პაციენტი შევიდა.

კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, მედიკოსებმა სამივეს აუღეს ანალიზი „კოვიდ-19“-ზე და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა.

პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი