თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე უარყოფითია. პაციენტებიდან ორი საკარანტინო სივრციდან იყო შეყვანილი სტაციონარში. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მას ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.