თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:15, 29.05.2020

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ისინი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით პაციენტები არ შესულან.

მსგავსი