თერჯოლის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:10, 08.06.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ხუთი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა მათ უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზები და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი