თერჯოლის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:36, 07.06.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით მხოლოდ ერთი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა მას უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი