თერჯოლის ცხელების ცენტრში ​მოთავსებული ბოლნისელი პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითია
თერჯოლის ცხელების ცენტრში ​მოთავსებული ბოლნისელი პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითია

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ის უარყოფითია. პაციენტი ბოლნისის მკვიდრია და თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინიდან იყო გადაყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ორმა ახალმა პაციენტმა, დედა-შვილმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.