თერჯოლის ცხელების ცენტრის სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრის სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით შეყვანილია ოთხი ახალი პაციენტი, მათგან ორს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ორი პაციენტს კი ანალზს დღის ბოლოს აუღებენ.