თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

16:13, 13.05.2020

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა.
მას ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი