თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხები არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ორი ახალი პაციენტი შევიდა, მედიკოსებმა ორივეს უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სამტრედიის ცხელების ცენტრს, გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტი მიიღეს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის,
ლელა ხურციძის ინფორმაციით, ორივე პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი