თერჯოლის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18:16, 10.05.2020

თერჯოლის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს, დედა-შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განუცხადა.

ამასთან, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას დღეს ერთმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მას ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიზავნა.

მსგავსი