თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკაში კიდევ ოთხი ანალიზის პასუხს ელოდებიან
თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკაში კიდევ ოთხი ანალიზის პასუხს ელოდებიან

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

ლადო კეპულაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათია განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ოთხმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.